- Advertisement -

მამუკა მდინარაძე: გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გაცვლაზე მორიგი პიარია

300

"მიხეილ სააკაშვილი არის წარსული", – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, კიევში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

მდინარაძის შეფასებით, სააკაშვილს საქართველოში პოზიტივის მოპოვების შანსი არ აქვს.

„საბედნიეროდ, სააკაშვილი არის ნეგატიური წარსული ამ ქვეყნის გამოცდილებაში, მას შანსი რაიმე პოზიტივი მოიპოვოს და რაიმე ბენეფიტი მიიღოს საქართველოში არ აქვს, იმიტომ, რომ საზოგადოებამ ამაზე პასუხი გასცა 2012 წელს და ყველა შემდგომ არჩევნებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გაცვლასთან დაკავშირებით არის მორიგი პიარი.

„ალბათ, მარტივია, გავიგოთ ლოგიკა რომ ქვეყანაში არა აქტუალურ ადამიანებთან დაკავშირებით პოლიტიკური გარიგეგები აზრს მოკლებულია“, – განაცხადა მდინარაძემ.
 

Comments
Loading...