- Advertisement -

მამუკა მდინარაძე: ვერაფრით გავაგებინეთ ზოგიერთებს, რომ 30 არ უდრის 12-ს

576

"მე მომიწია სამწუხაროდ იმაზე ლაპარაკი რა არის ბონუსი",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისას განაცხადა. 

"მაგალითად წინა არჩევნების შემთხვევაში ის მოდელი რომ ყოფილიყო საარჩევნო სისტემისა რასაც ახლა გთავაზობთ, გადაუნაწილებელი მანდატები თქვენ გახსოვთ, რომ იყო 30, 30-დან 18 მანდატი ქართულ ოცნებას დადგენილი წესის შესაბამისად ისედაც ეკუთვნოდა, ესეიგი დარჩენილი 12 მანდატია ბონუსი და არა 30 და ვერაფრით გავაგებინეთ, ან არ იგებს ზოგიერთი ადამიანი, რომ 30 12-ს არ უდრის. ეს არის ბონუსი.

წინა შემთხვევაში თუ ჩვენ ამ მოდელს შევთანაზებდით საზოგადოებას, "ქართული ოცნება" 103 მანდატს მიიღებდა ნაცვლად 115-ისა, "ნაციონალური მოძრაობა" სამწუხაროდ, მიიღებდა 40-ს, ნაცვლად 27-ისა, "პატრიოტთა ალიანსი" 7-ს ნაცვლად 6-ისა. ამიტომ სჯობს, ის მაინც თქვან, რომ ცოტა უკეთესიაო მათი პოზიციიდან, ვიდრე თქვან რომ უარესია და ვინმე თავის თავზე ირგებს ამ პროექტს",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

Comments
Loading...