- Advertisement -

მამუკა მდინარაძე: ნინო ლომჯარია იქნება კრიტიკული სახალხო დამცველი

418

ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოსტზე არჩევას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამაუკა მდინარაძის განცხადებით, ის ამაყია, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად "ქართული ოცნება"ერთ კანდიდატზე შეჯერდა.

"გულწრფელად ვულოცავ ქალბატონ ნინოს და ვუსურვებ იყოს წარამტებული თავის საქმიანობაში. ის პროფესიონალი იურისტია, დაამტკიცა რომ იმსახურებს ნდობას და დარწმუნებული ვარ გაამართლებს ამ ნდობას. ვიცოდით, რომ ეს ადამიანი იქნებოდა კრიტიკული და ასეთიც ჭირდება სახალხო დამცევლი, ქვეყანას რომელსაც დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია.

რაც შეეხება გაადწყვეტილებას, როგორც წინასწარ ვამბობდი არის დადებითი, მეამაყება „ქართული ოცნების“ გუნდის, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობის შეჯერდნენ საერთო პოზიციაზე და მიიღეს შესაბამისად სწორი გადაწყვეტილება"–განაცხადა მდინარაძემ

Comments
Loading...