- Advertisement -

მამუკა მდინარაძე: პარლამენტარის და რიგითი მოქალაქის თანაბრად დაჯარიმება უსამართლოა!

383

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა.

"მცირე ხარვეზებმა, ტექნიკურმა დეტალებმა არ უნდა გამოიწვიოს თანამდებობის პირების და მოხელეების დაჯარიმება. შეიძლება განსაკუთრებით არასამართლიანი იყოს, როდესაც მაგალითად პარლამენტის წევრი და რიგითი საჯარო მოხელე, რომელსაც შეიძლება სულ 1000 ლარი ჰქონდეს ხელფასი ერთნაირი ოდენობით ჯარიმდებოდნენ", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

შეგახსენებთ, ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2017 წელს ათ მოქმედ და ორ ყოფილ პარლამენტარს ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით დაეკისრა. შესაბამისი ანგარიში საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა. დეპუტატების გარდა დაჯარიმდნენ მოსამართლეები და სხვა საჯარო მოხელეებიც.

Comments
Loading...