- Advertisement -

მამუკა მდინარაძე “პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტზე: როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ

385

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით სერიოზული შეფასებები არ უნდა გაკეთდეს.

„არ მგონია, რომ ჩვენ უნდა დავდგეთ და რომელიმე ანტიდასავლური ძალის კერძო ვიზიტებთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ. ეს მათი საქმეა, მათი პოლიტიკის ნაწილი და როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ.

საბედნიეროდ ამ ადამიანებს (პატრიოტთა ალიანსს) საქართველოს პარლამენტში არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ, რაიმე თემასთან დაკავშირებით გავლენა მოახდინონ. მათ შეუძლიათ მხოლოდ რაღაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთონ და იარონ თავის მეგობარ ქვეყნებში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Comments
Loading...