- Advertisement -

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი პოლიტიკურ სპექტაკლს დგამს და ქულებს იწერს

493

 

"პრეზიდენტი ოფიციალურად კომისიის საქმიანობაში ვერ ჩაერთვება იმიტომ რომ ამაზე თავის დროზე თავადვე განაცხადა უარი. დღეს მისი მხრიდან სამწუხაროდ დადგმულ სპექტაკლებს ვუყურებთ,“ – განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან. მდინარაზე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უარს საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.

"მან ძალიან კარგად იცოდა რომ 10-ში იქნებოდა სხდომა და ამ დროს დაგეგმა ერთ-ერთი სპექტაკლი. ასევე კარგად იცის, რომ საერთო სახალხო განხილვა გაწერილი პროცედურაა და ამას თავისი დრო აქვს. მსგავსი განცხადება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას. მიუხედავად ამისა ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საკონსტიტუციო კომისიაში.

პრეზიდენტი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს ამ კამპანიით, რომელსაც ის აწარმოებს. აბსოლუტურად უსაგნოა და იურიდიული საფუძველი ამას არ გააჩნია. არმინდა დილეტანტიზმი დავაბრალო პრეზიდენტს ან მის იურიდიულ მრჩეველს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Comments
Loading...