- Advertisement -

მამუკა მდინარაძე: პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას ვემხრობოდი

462

მქონდა აზრი, რომ უკეთესი იქნებოდა პროპორციული სისტემა 2020 წლიდან ყოფილიყო. არაერთი ადამიანი ამბობდა, რომ შევინარჩუნოთ მაჟორიტარული სისტემა, არამარტო 2020 წელს, არამედ 2024 წელსაც,"-განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

იგი მიიჩნევს, რომ უმრავლესობა დემოკრატიულ მოდელზე შეთანხმდა, საარჩევნო ბარიერი 5%-იდან 3%-მდე დასწია, რაც ბევრ პარტიას პარლამენტში მოხვედრის საშუალებას მისცემს.

"არგუმენტების შეჯერების შემდეგ, მივედით იმ დასკვნამდე, რაც კონსენსუსის შედეგი იყო, რომლის მიხედვით გარდამავალ დებულებაში უნდა ჩაიწეროს იგივე წესი, ოღონდ კიდევ უფრო დემოკრატიული რომ გახდეს ეს პროცესი, ბარიერი 3 პროცენტამდე უნდა დაიწიოს, რაც არაერთ პარტიას დამატებით მისცემს შესაძლებლობას, 2020 წლიდან საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Comments
Loading...