- Advertisement -

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს დაუჭერს

358

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

"დღეს პრემიერ მინისტრმა წარმოადგინა, პრაქტიკულად, განსახორციელებელი რეფორმა, რომელსაც, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. არის ბევრი სამსჯელო საკითხი, რაც ინიცირების შემდეგ განიხილება საქართველოს პარლამენტში, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმდენად დადებით პროექტზე გვაქვს საუბარი, იმდენად კარგია და დროულია ოპტიმიზაცია, საპარლამენტო უმრავლესობა, საქართველოს პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში განხორციელებული სტრუქქურული და სააკდრო ცვლილებების შედეგად, საჭირო ხდება მთავრობას პარლამენტმა ნდობა ხელახლა გამოუცხადოს.

Comments
Loading...