- Advertisement -

მამუკა მდინარაძე: ქართული მიწა ქართველების უნდა იყოს

1,211

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართული მიწა უნდა იყოს მხოლოდ ქართველების. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყებამდე განუცხადა.

"ქართული მიწა ქართველების უნდა იყოს. ეს იდეა იყო და არის "ქართული ოცნების" მთავარი იდეა, რაც გამოიხატება იმაში, რომ შეზღუდული უნდა იყოს და არ უნდა იყოს ადვილად მიღწევადი ქართული მიწის უცხოელებისთვის ყიდვა. ქართული მიწა უნდა იყოს ქართველების.

თუ ვინმეს უნდა, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის წევრებს დავა ფორმულირებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამისთვის მზად ვართ",- განაცხადა მდინარაძემ. 

Comments
Loading...