- Advertisement -

მამუკა მდინარაძე: ჩვენი დიდი ფრაქციის თითოეულ დეპუტატთან ვმეგობრობ, აქ ოჯახური სიტუაციაა

266

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფრაქციების გადაჯგუფებამ სპეკულაციები გამოიწვია, რაც დეპუტატის თქმით, მისი გუნდის მხრიდან იქნება უგულებელყოფილი.

მისი თქმით, დამატებითი ფრაქციებს შექმნა ჯერ კიდევ 1 წლის წინ დაანონსდა.

„1 წლის წინ უმრავლესობაში სულ 2 ფრაქცია იყო. ერთი იყო 100 დეპუტატისაგან შემდგარი ფრაქცია „ქართული ოცნება“, მეორე, „მრეწველების“ ფრაქცია, რომელიც 6 დეპუტატისგან შედგება. მაშინვე ვთქვით, რომ ბუნებრივია შეუძლებელია 110 დეპუტატიანი ფრაქცია უმრავლესობის შიგნით ფუნქციონირებდეს, რამდენიმე ფრაქციაში უნდა მოხდეს ამ დეპუტატების ჩაშლა. ეს უნდა მოხდეს უკეთეს მენეჯმენტისათვის. მაშინ ამ სიტყვებში ეჭვი არავის შეუტანია. ჩვენ შევქმენთ რამდენიმე ფრაქცია. მაშინვე დავაანონსეთ, რომ არ არის გამორიცხული, კიდევ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნას უმრავლესობის შიგნით.

აქ საუბარი არ არის, რომ 86 კაციანი ფრაქციის მართვა ვინმეს უჭირს – არ უჭირს, არც ერთ დეპუტატთან ჩვენს დიდ ფრაქციაში კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს, ვმეგობრობ თითოეულ მათგანთან, აქ ოჯახური სიტუაციაა.

ფრაქციების გადაჯგუფებამ რა სპეკულაციებივ გამოიწვია, ყველაფერი იქნება უგულებელყოფილი.

ჩვენ ვართ ერთი გუნდი, რომელსაც სათავეში გიორგი კვირიკაშვილი ძალიან წარმატებულად უდგას.

საბოლოო ჯამში ჩვენ საზოგადოებას დავანახებთ, რომ ყოველ მომდევნო ჯერზე, ჩვენი გუნდურობის წინაშე არანაირი საფრთხე არ დგას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

Comments
Loading...