- Advertisement -

მამუკა მდინარაძე: ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვეტოს დაძლევა

499

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ''მაუწყებლის შესახებ'' კანონპროექტზე კიდევ ერთხელ იქნება მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება.

''თავის დროზე გადაწყვეტილება დაეფუძნა საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, დღეს უკვე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეხვდება მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება", – განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, როგორ აპირებენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების იმ ნაწილის დარწმუნებას, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გუნდური იქნება.

"მე რადგან ვაცხადებ, რომ არ არის ვეტოს დაძლევა თვითმიზანი, ამაში იმასაც ვგულისხმობ, რომ ორივე მხარის მყარ არგუმენტებს კიდევ ერთხელ მოვისმენთ, მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებისაც და გადაწყვეტილებ აიქნება გუნდური, გამომდინარე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისე მედიის ინტერესებიდან", – განაცხადა მდინარაძემ.

Comments
Loading...