- Advertisement -

მამუკა მდინარაძე: ძალიან მახარებს, რომ ახლა აქ, ამ დარბაზში დაიბადა ახალი დემოკრატია

525

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე აცხადებს, რომ იმ დარბაზში სადაც ახლა განხილვა მიმდინარეობს დაიბადა ახალი დემოკრატია, რადგან იქ საწინააღმდეგო აზრი ჟღერდება და ამ აზრს უამრავი მომხრე ყავს.

"მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რაც ძალიან მახარებს. ახლა აქ, ამ დარბაზში დაიბადა ახალი დემოკრატია. როცა ჩვენ ვხედავთ საწინააღმდეგო აზრს და ბევრ ადამიანს, რომელიც ამ აზრს ემხრობა, რომელიც ამ აზრს ეთანხმება. ქალბატონი ირმას ინაშვილის გამოსვლამ ეს დაადასტურა და ეს ძალიან კარგია", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

Comments
Loading...