- Advertisement -

მამუკა მდინარაძე: ხაზარაძის განცხადებები თავიდანვე ურთიერთგამომრიცხავი იყო და არასერიოზულად გამოიყურებოდა

13

“მამუკა ხაზარაძის განცხადებები თავიდანვე ურთიერთგამომრიცხავი იყო და არასერიოზულად გამოიყურებოდა. ის ჯერ აცხადებდა, თითქოს წერილის ავტორი გიორგი გახარიაა. ახლა ამბობენ, რომ პირადად გახარიას ბრალს ამ წერილის ავტორობაში არც არასდროს სდებდნენ. ხან – შუამავალი არ არსებობსო, ხან ამბობდნენ, რომ შუამავალი მზადაა მივიდეს პროკურატურაში. მხოლოდ ამ საქმესთან დაკავშირებით იმდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთეს, რომ ალბათ მათთვისვე უკეთესი იქნებოდა თუ შეჯერდებოდნენ ერთ ვერსიაზე და იმას გაახმოვანებდნენ”, ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე განაცხადა. მისი თქმით, ,,მტკიცებულებებს რაც ეხება, როგორც მედიით ვრცელდება, საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მითიური წერილიდან რაიმეს იდენტიფიცირება მაინც მოხერხდება”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ხაზარაძის წარმოდგენილ “მუქარის წერილის დედანზე” რთულია დაქტილოსკოპიური კვლევის ჩატარება, რადგან ის პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი
The post მამუკა მდინარაძე: ხაზარაძის განცხადებები თავიდანვე ურთიერთგამომრიცხავი იყო და არასერიოზულად გამოიყურებოდა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...