- Advertisement -

მარგველაშვილი: აბსოლუტური იდიოტიზმი იქნება ნებისმიერი ძალის გამოყენება

62

“მე ვფიქრობ რომ აბსოლუტური იდიოტიზმი იქნება ნებისმიერი ძალის გამოყენება. რა გითხრათ მე იმ პოლიტიკური ძალის შესახებ, რომლის ლოგიკასაც მე საერთოდ ვერ ვხვდები?! ვერც პოლიტიკურ, ვერც ადამიანურ ლოგიკას, ვერ ღირებულებითს. “ქართულ ოცნებას” დიდი ხანია რაც პოლიტიკოსებისგან დაიშალა, ლოგიკა არ გააჩნია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მანამდე გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან შეკრებილებს მთავარი მოთხოვნები გააცნო.
“ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა – დროებითი მთავრობა ჩაატარებს შემდეგ არჩევნებს. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი. გამოქვეყნდება სტრატეგია, თუ როგორ ვაფართოებთ წინააღმდეგობის არეალს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Comments
Loading...