- Advertisement -

მარგველაშვილი: არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება

6

“მე ვდგავარ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და იმ ადგილას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ან ჩვენ შევძლებთ დღეს, ხვალ, ზეგ, რომ ეს ტენდენცია შევცვალოთ, ან კვლავაც შევალთ სახლში, გვეგონება, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ, როდესაც კარს გამოვაღებთ და გამოვალთ სახლიდან დაგვხვდება დიქტატურა. ეს შეიძლება ახლა არ ჩანს და ვიღაცას განცდა აქვს, რომ რაღაც მეორად თემაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ რეალურად ხალხის ნების გატეხვაზე ვლაპარაკობთ.
არ აქვს მნიშვნელობა პარტიის კუთვნილებას. ან ხალხის ნებაა, ან რაღაცა ჯგუფის თემაა საზოგადოებაზე მოხვეული. აქ დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უნდა გაიტანონ ქართული დემოკრატია”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ამბობს, რომ არ ელოდა, რომ კანონპროექტი ჩავარდებოდა.
რაც შეეხება იმას, რა პროგნოზი აქვს, მეოთხე პრეზიდენტი ამბობს – “ან დემოკრატია, ან დიქტატურა!”
The post მარგველაშვილი: არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...