- Advertisement -

მარგველაშვილი: ესტონეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველოს სერიოზულ ყურადღებას აქცევს

322

''ესტონეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან სერიოზულ ყურადღებას აქცევს საქართველოს საკითხებს'' – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ქართულ-ესტონური ურთიერთობები ორივე ქვეყნის ხალხისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველმყოფელია.

''მჯერა, რომ ის ნათელი ხედვა, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ და უკეთეს მომავალს ქართველი და ესტონელი ხალხისთვის, ასევე უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს ჩვენი ერთობლივი არეალისთვის, რომლითაც ჩვენ ვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური გარემო და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოორდინირებული მუშაობით, მომავალშიც იმ გზას, რომელიც დასახული გვაქვს საქართველოს და ესტონეთს, წარმატებით გავაგრძელებთ'', – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

Comments
Loading...