- Advertisement -

მარგველაშვილი: მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ბრიტანეთის ხელისუფლებასა და ბრიტანელ ხალხს

378

ლონდონში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი:

''უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ ლონდონში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო. ტერორისტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს შეტევა ჩვენს საერთო ღირებულებებსა და უსაფრთხოებაზე. მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ბრიტანეთის ხელისუფლებასა და ბრიტანელ ხალხს.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ ტერორიზმს და უზრუნველვყოფთ მშვიდობიან მომავალს ჩვენი ხალხების კეთილდღეობისათვის. ''

შეგახსენებთ, რომ დღეს, ლონდონის მეტროსადგურში, სადგურ „პარსონს-გრინში“  აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა. აფეთქების შემდეგ, მეტროსადგურში კვამლი გაჩნდა და მგზავრები პანიკაში ჩავარდნენ. ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.

სამართალდამცავებმა მეტროსადგური დახურეს. ლონდონის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შემდეგ, მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს. მომხდარს ბრიტანეთის პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

Comments
Loading...