- Advertisement -

მარგველაშვილი: ”ოცნებამ” არჩევნებში გაიმარჯვა, რომელიც ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა

355

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სერიოზული დარღვევეის გარეშე ჩატარდა. თუმცა, პრეზიდენტი აქვე დასძენს, დემოკრატიის მიზანი არ არის, არჩევნებში ყოველთვის ერთმა პარტიამ გაიმარჯვოს უმრავლესობით.

''დაახლოებით 10 დღის უკან „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა არჩევნებში, მოიგო ეს არჩევნები, რომელიც ჩატარდა ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე. ოპოზიციას ჰქონდა საშუალება, რომ ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია. შეიძლება კითხვა გაჩნდეს, ამ გარემოში, როცა არის კონკურენცია და ერთი პარტია ყოველთვის იმარჯვებს უმრავლესობით, ეს არის თუ არა კარგი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის დემოკრატიის მიზანი. დემოკრატია ნიშნავს კონკურენციას. ევროპული დემოკრატია ნიშნავს, როცა სახელმწიფოში სულ მცირე სამი ან ოთხი ძლიერი პარტიაა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ჩვენს საარჩევნო სისტემაში პრობლემაა. ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ცდილობს უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტები დააწესოს'', – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Comments
Loading...