- Advertisement -

მარგველაშვილი: პრემიერმა თქვას, მოდი პატრიარქის გადადგომაზე დავილაპარაკოთო, ასეთი ანეკდოტიც არ არის ჩვენი ხელისუფლება

26

“ამ სახელმწიფოშიც ძალიან ბევრი რამ არის მოშლილი, მაგრამ ასე აბსოლიტურად გაუგებრად პრემიერმა, რომ თქვას მოდი ერთი დავჯდეთ და პატრიარქის გადადგომაზე დავილაპარაკოთო, ასეთი ანეგდოტიც არ არის ჩვენი ხელისუფლება.
ინსტიტუციურად ძალიან ბევრი რამ მოიშალა, მოიშალა წესები, მოიშალა თვითონ იერარქია ხელისუფლებაში და ყოველდღიურად ამ ყველაფრის ნგრევა მიმდინარეობს, მაგრამ ასეთი ანეკდოტიც არ არის, რომ მოდი, რომელიმე ეპისკოპოსს დავუძახოთ და პატრიარქის მოშორებაზე ვესაუბროთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
შეგახსენებთ: მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“.
ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა “მთავარ არხთან” განაცხადა.
“ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს. მე ვუთხარი ფარცხალაძეს, რომ მოვაჭრი თავს” – ამბობს მეუფე.
“მთავარი არხის” ინფორმაციით ბოდბელ მიტროპოლიტთან ინტერვიუ ქორეპისკოპოსობიდან გადადგომამდე 1 დღით ადრე ჩაწერეს..
მეუფე იაკობი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე და უჩა მამაცაშვილი, მის მეგობარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს15 მილიონის მიტანას სთხოვდნენ.
The post მარგველაშვილი: პრემიერმა თქვას, მოდი პატრიარქის გადადგომაზე დავილაპარაკოთო, ასეთი ანეკდოტიც არ არის ჩვენი ხელისუფლება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...