- Advertisement -

მარგველაშვილი: ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან გახარიას დაწიანაურებაზე  1 კომენტარი რატომ ვერ გავიგონეთ?!

8

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” განაცხადა.

“გიორგი კვირიკაშვილთან კარგი ურთიერთობა მქონდა არა იმიტომ რომ გიორგი კვირიკაშვილი რაიმე ჩემთვის სასარგებლო პოლიტიკას ატარებდა.
გიორგი კვირიკაშვილი პარტიასთან ერთად თავის პოზიციაზე იყო. რიგ შემთვევაში ვეთანხმებოდი, რიგ შემთხვევაში არ ვეთანხმებოდი. მაგრამ, უბრალოდ ადამიანურად და კაცურად არ გაუწყვეტია რაღაც ის ძარღვი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  ეს ძალინ მნიშვნელოვანი იყო. შეგეძლო ურთიერთობა, ხშირად როგორც ოპონენტთან, მაგრამ იცოდი, არაკაცობას ეს კაცი არ იკადრებს და ამიტომ მქონდა გიორგისთან კარგი ურთიერთობა.
დღევანდელ პრემიერზე არაფერს ვიტყვი. ამ პრემიერის დანიშვნა იმ პროტესტის ფონზე, რომელიც მთელი ზაფხულის ფონზე მიმდინარეობდა და ეს იყო ძალინ სამართლიანი პროტესტი. ამ პრემიერის დანიშვნა, როდესაც საქმე არ არის გამოძიებული, ეს არის სილის გაწვნა. მაგრამ იცით მე რა მაინტერესებ, აი ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ხშირად აფასებენ ხოლმე ვითარებას, რომლებიც ხშირად გვიწერენ ნიშნებს ამა თუ იმ საკითხზე და კომენტარებს აკეთებენ.
რომ გამოვიდნენ მაშინ და თქვეს, უსწრაფესად დასრულდეს 20 ივნისის დარბევის გამოძიება და ჩვენ ველოდებით ამ გამოძიებას, აი გამოუძიებელ საკითხზე, მთავარი ფიგურანტის დაწინაურებაზე ერთი კომენტარი რატომ ვერ გავიგონეთ?!” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Comments
Loading...