- Advertisement -

მარტვილის კანიონის ბილეთები ქართველებისთვის 4 ლარით გაძვირდა, უცხოელებისთვის – 10-ით

344

დღეიდან მარტვილის კანიონში შესასვლელი ბილეთები ძვირდება, – ეს ინფორმაცია "აიპრესს" მარტვილის კანიონის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

საქართველოს მოქალაქეებს ნაცვლად 5 ლარისა 9 ლარის გადახდა მოუწევთ, ხოლო უცხოეთის მოქალაქეები 5 ლარის ნაცვლად 15 ლარს გადაიხდიან. ამას ემატება ნავის ღირებულებაც, რომლის მომსახურებაშიც ორივე კატეგორია როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეები 10 ლარს გადაიხდიან. საერთო ჯამში ქართველებს 15 ლარის ნაცვლად 19 ლარს გადაიხდიან, ხოლო უცხოეთის მოქალაქეები 15 ლარის ნაცვლად 25 ლარს გადაიხდიან.

"დღეიდან უკვე გაიზარდა მარტვილის კანიონში შესასვლელი ბილეთის ფასი. საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი იქნება 9 ლარი, ხოლო უცხოელისთვის 15 ლარი. რაც შეეხება ნავებს, ორივესთვის როგორც ქართველისთვის 10-10 ლარი ეღირება.

აქამდე ქართველისთვისაც და უცხოელისთვისაც 15-15 ლარი ღირდა ორივე ერთად – შესვლაც და ნავიც. ანუ შესვლა 5 ლარი ღირდა", – განუცხადეს "აიპრესს" მარტვილის კანიონში.

Comments
Loading...