- Advertisement -

მარტვილში ხვალ რიგით ოცდამეერთე იუსტიციის სახლი გახსნება

48

ამის შესახებ ინფორმაციას “იუსტიციის სახლის”

იუსტიციის მინისტრი 12 დეკემბერს, 18:00 საათზე, მარტვილში რიგით ოცდამეერთე იუსტიციის სახლს საზეიმოდ გახსნის. მარტვილის იუსტიციის სახლი ზუგდიდისა დაფოთის შემდეგ რიგით მესამე ფილიალი იქნება სამეგრელოს რეგიონში,  სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას მინიმალურდროსა და კომფორტულ გარემოში შეძლებს. აღსანიშნავია ის, რომ სამეგრელოს რეგიონში კიდევ ერთი იუსტიციის სახლის ფილიალი შენდება. ქალაქ სენაკში დასასრულს უახლოვდებაიუსტიციის სახლის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობა  კომფორტულ გარემოში  სერვისების მიღებას  უკვე მიმდინარე წლის ბოლოდან შეძლებს.

იუსტიციის სახლთან ერთად მარტვილში ქორწინების სახლიც გაიხსნება. ამ დრომდე მარტვილის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. წყვილებს შეეძლოთ,მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მარტვილის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე მიმდინარეობდა.ამჯერად ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს მარტვილის მაღალი სტანდარტის დიზაინით მოწყობილქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ.

მარტვილში იუსტიციის სახლი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით აშენდა და ის 531 კვადრატული მეტრია.

 ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად მარტვილში გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, მოეწყობა გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდება. მარტვილის იუსტიციის სახლი ბოლო წლების განმავლობაში აშენებული მეცხრე ფილიალია.

2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის იუსტიციის სახლები. უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლისფილიალები კიდევ სენაკში, ხონში, ბოლნისში, ხაშურში, სამტრედიასა და წყალტუბოში გაიხსნება.

Comments
Loading...