- Advertisement -

მარშანია მმართველ გუნდს: 60 პროცენტს კი არა, 0,60%-ს ვერ მიიღებთ!

10

“ბატონო არჩილ (თალაკვაძე) შეცვალეთ მთავარი დემაგოგი პიროვნება თქვენს პარტიაში, მას ხომ ეს ფუნქცია აკისრია, იყოს მთავარი დემაგოგი. ძალიან უნიჭო და ძალიან ვულგარულია. ეს არის ჩემი სუბიექტური შეხედულება. ძალიან გთხოვთ დაანებეთ თავი პროცენტების ბრახაბრუხს. 60 პროცენტს კი არა 0.60%-ს ვერ მიიღებთ, თუ ასეთი დემაგოგები გეყოლებათ პირველ პლანზე,” – მიმართა ადა მარშანიამ მდინარაძეს.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მას ეეჭვება, რომ ოპოზიცია მთლიანობაში 40 პროცენტიან მაჩვენებელს ასცდეს. მისი განცხადებით, ოპოზიციის რესურსი 40 პროცენტია მინუს-პლუსით: “ასევე არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, მაგალითად “პატრიოტთა ალიანსი”, “დემოკრატუული მოძრაობა“, მათთანაც შეუძლებელია კოალიციის ფორმირება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ გვინდა 60 პროცენტის აღება. თუ 60 პროცენტს არ ავიღებთ, გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება”
The post მარშანია მმართველ გუნდს: 60 პროცენტს კი არა, 0,60%-ს ვერ მიიღებთ! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...