- Advertisement -

მარჯანიშვილის მეტროსთან გარემოვაჭრეები მერიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

760

თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი მოითხოვს, რომ დედაქალაქის მერიამ მათ ვაჭრობის ნებართვა მისცეს. 

გარემოვაჭრეების განცხადებით, მათ ბაზრობის ტერიტორიაზე დახლის დაქირავების საშუალება არ აქვთ. ადგილზე შეკრებილ მერიის თანამშრომლებსა და ერთ-ერთ გარემოვაჭრეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

https://www.youtube.com/watch?v=XgZmhTPCPZ0

"ამ ბეტონიდან ვირჩენ თავს. შენ აწყობილი გაქვს ცხოვრება, მე რა გავაკეთო 42 წლის ქალს არსად მიღებენ",-მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მერიის წარმომადგენელს. 

მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია და მერიის უსაფრთხოების სამსახურია მობილიზებული. როგორც "აიპრესს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ისინი ხვალ დილით 09:00 საათზე აქციის გამართვას გეგმავენ. 

თბილსის მერიაში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის უფლება აღარ მიეცემათ და შესაბამისი ზომების მიღება დაიწყება. დღეს გარემოვაჭრეები მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს. 

ავტორი: ქრისტინა სამხარაული

Comments
Loading...