- Advertisement -

მაღალმთიანი სოფლების სტატუსი კიდევ 37 სოფელს მიენიჭა

557

მაღალმთიანი სოფლების სტატუსი კიდევ 37 სოფელს მიენიჭა,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილიმა მთავრიბის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

"37 სოფელი დაემატა მაღალმთიანი რეგიონების ნუსხას, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები, პენსიონერები ექიმები და სოციალურად დაუცველები მიიღებენ დამატებით შეღავათებს. ასევე, დამატებით შეღვათებს მიიღებენ კომპანიები, რომლებიც თავისუფლდებიან აღნიშნუკლი კანონის თანახმად მთელი რიგი გადასახადებისგან.

მნიშვნელოვანია, რომ 250-მა კომპანიამ ისარგებლა უკვე 2016 წლის პირველი იანვრიდან მოყოლებული ამ შეღავათებით. ვფიქრობ, ეს კანონი მნიშვნელოვნად შეცვლის ცხოვრების დონეს მთიან რეგიობნებში. არამხოლოდ მოსახლეობის დაკავების კუთხით, არამედ ბევრი ადამიანი დაბრუნდება. ეს ტენდენცია უკვე შეინიშნება და გაგრძელდება", – აღნიშნა პრემიერმა

Comments
Loading...