- Advertisement -

მაღლაფერიძე:პარლამენტის მასალას ტელევიზიები უცვლელად მიიღებენ,თუმცა საზმაუს სამარკო ნიშნით

583

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ტელევიზიები პარლამენტიდან ინფორმაციას უცვლელად მიიღებენ, მაგრამ მათ მოუწევთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამარკო ნიშნის მითითება.

როგორც მაღლაფერიძემ „აიპრესთან“ საუბრისას განმარტა, აქამდე ეს ასე არ იყო და კერძო ტელევიზიები მაუწყებლიდან მიწოდებულ სიგნალს საკუთარ მასალად წარმოაჩენდა.

მისი თქმით, პოლიტიკოსების მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები არასწორია.

„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. საერთოდ არასწორად მიმაჩნია, პოლიტიკოსების განცხადებებზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მე ვაკეთო კომენტარები. ამას არავითარი კავშირი არ აქვს სიმართლესთან.

ერთადერთი გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ისევე როგორც ყველა სხვა საინფორმაციო საშუალება, რომელიც გადასცემს მასალას ეს ღიაა, ოღონდ საჭიროა წყაროს მითითება. მაგალითად, როგორც თქვენი მასალის დროს აქვთ ვალდებულება, რომ მიუთითონ წყარო, რომ ეს არის „აიპრესის“ მასალა, ასევეა ახლაც. აქაც უნდა იყოს აღნიშნული, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემული მასალა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკოსებს არ უნდათ, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემული მასალა.

მე კი მგონია, რომ ვინც იშრომა, მას უნდა ჰქონდეს მასალის გადაცემის უფლება, მაგრამ უნდა იყოს მითითებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამარკო ნიშანი. არავითარი შერჩევითობა არ იქნება. დაინერგა ცუდი პრაქტიკა, ზოგიერთს გაუჩნდა სურვილი, რომ მაუწყებლის გადაცემულ მასალა იყოს ჩვენი სამარკო ნიშნის გარეშე. რომ ვითომ თვითონ მოიპოვა. ეს ნიშნავს, სხვისი რესუსრსის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ზოგიერთს ჰგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომა უნდა მიითვისონ, რაც არასწორია. მათ შორის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ან ბიზნესის ინტერესებიდან. ვიმეორებ, ჩვენი მასალა ყველასთვის იქნება ღია, მაგრამ წყაროს მითითებით. მიწოდებულ მასალაში სამარკო ნიშანი მითითებულია, მაგრამ თუ მათ უნდათ რომ მივაწოდოთ სუფთა სიგნალი, სამარკო ნიშნის გარეშე ეს ასე აღარ იქნება", – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

"აიპრესი": პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ აქამდე მაუწყებელი ყველა კომიტეტის სხდომას გადასცემდა კერძო ტელევიზიებს. ახლა კი თავად გადაწყვეტს რას გადასცემს და რას არაო… ამაზე რას იტყვით?

ვასილ მაღლაფერიძე: ეს არ არის სწორი. აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება. როგორც გადავცემდით აქამდე, ისე იქნება ახლაც. ყველა კომიტეტის სხდომას გადავცემდით. მაგრამ, ეს არ არის მთავარი თემა. პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე რაც აწყობთ.

ეს იგივეა, რომელიმე ტელევიზიის გადაცემიდან ავიღო მონაკვეთი და მოვითხოვო, რომ არხის სამარკო ნიშანი მომიხსნან. ეს ხომ არ იქნება სწორი? მედიასაშუალებებისთვის ბუნებრივია მომგებიანია ეს საკითხი, ამიტომ მათ ინფორმაცია იმ ფორმით მიაწოდეს პოლიტიკოსებს, რაც მათ აწყობდათ. მაგრამ ეს დასრულდება ისე როგორც ეს არის სწორი.

ამ თემაზე კომენტარები გაკეთდა პარლამენტის ტრიბუნაზე, სადაც აღნიშნეს, რომ საზმაუს დირექტორის გადაწყვეტილებით, ტელევიზიების საქმიანოაბს ხელი ეშლება.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემდა ლაივ სტრიმს ყველა ტელევიზიას და თავად ტელევიზია ირჩევდა, რომელ კომიტეტს გააშუქებდა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორის გადაწყვეტილებით, ამიერიდან "მეორე არხზე" რაც გავა მხოლოდ იმით იხელმძღვანელებენ ეს ტელევიზიები. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ყველა სხვა კერძო ტელევიზიას გადასცემს ერთიან ლაივ სტრიმს. სხვადასხვა კომიტეტიდან, სესიიდან, ბიუროდან ეს არის ე.წ შავი ლაივ სტრიმი, რომელიც შეიქმნა ტელევიზიების საერთო რესურესებით. შემდგომ თავად ტელევიზია ირჩევს, რომელი კომიტეტის სხდომა აიღოს. შეიძლება ერთ დროს მიმდინარეობდეს რამდენიმე კომიტეტის სხდომა.

ისედაც ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნებია იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ხდება "ჯი დი ეს"-დან გუნდის "საზმაუში" გადასვლა გადაცემების დახურვაზეა საუბარი ანუ ისედაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია და ჩვენ პარლამენტარებმა არ უნდა დავუშვათ ის რომ უკან გადავდგათ ნაბიჯი, სხვადასხვა ღონისძიების გაშუქების მიმართულებით",- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ. 

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

Comments
Loading...