„თავის დროზე იქ ჩარჭობილი იყო ასე ვთქვათ, ბოძები და ახლა მოხდა…“, – ასეთი შეფასება მისცა „აიპრესთან“ საპარლამენტო უმრავლეობის წევრმა, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ დღეს, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან რუსი ოკუპანტების მიერ 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე მავრთულხლართების გაბმას.
„ეს იყო რუსეთის გამომწვევი პოლიტიკა, იმისთვის რომ ქართველებს შეუქმნას საშიშორების თუ უმწეობის განცხდა. აი, შეხედეთ მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ, მაგრამ ეს არის ძალიან მოჩვენებითი.
რუსეთის მიმართ ძალიან სერიოზულად ფიქრობს უკვე დასავლეთი. ის რეზოლუცუოა რომელიც მიიღო აშშ-ბმა, რომლითაც რუსეთს ახალი სანქიცია დაუწესა, ძალინ მნიშვნელოვანია. ეს პასუხია, თითქო ჩვენ ამ საქციელის არ გვეშინია, მაგრამ ჩვენ ძალინ კარგად გვახსოვს, რომ საბჭოთა კავშირი თანდათანობით დაინგრა იმის გამო, რომ ეკონომიკურ შეჯიბრებაში ვერასდროს მოიგებს დასავლეთის ქვეყნებთან.
რუსეთიც რაღაც წლების განმავლობაში იბობოქრებს, დახარჯავს ბევრ ფულს საინფორმაციო ომისთვის და ასეთი მსგავსი ქმედებისთვის. მაგრამ, საბოლოოდ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას, შევინარჩუნონოთ სიმშვიდე, ვიმუშაოთ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების მიმართულებით. ახლა გაერო-ც განიხილავს ჩვენ საკითხს. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი პოლიტიკა, მშვიდი რეაგირება ყველაფერზე, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ სიმშვიდე, რადგან რუსეთის გათვლა არის ზუსტად ის, იქნებ წამოვეგოთ პროვოკაციას“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.