საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე გადაცემა "პრიორიტეტში" საუბრობს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებზე და აცხადებს, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არია. დეპუტატის განცხადებით, განსხვავებულ ადამიანებს უნდა შევეგუოთ, რადგან ისინი ღმერთმა გააჩინა.
"ეს ადამიანებიც არიან ჩვეულებრივი ადამიანები რომლებსაც აქვთ თავიანთი სექსუალური ორიენტაცია. როგორც ყველა ადამიანს მათაც აქვთ არსებობის, ცხოვრების თუ განათლების უფლება. განსხვავებულობას უნდა შევეგუოთ, იმიტომ რომ ადამიანები არიან განსხვავებულები მათ შორის სექსუალური ორიენტაციით, ეს რატოა მიუღებელი? ღმერთმა გააჩინა განსხვავებული ადამიანები", – განაცხადა მაღრაძემ.