- Advertisement -

მაღრაძე სინოდის სხდომაზე: ეს დღე ქართული ეკლესიის ისტორიაში საამაყო ფურცელი არ იქნება

26

“მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხშირად ისმოდა მედიის საშუალებით ეკლესიის ფინანსებზე ინფორმაცია, ქონებრივ დავებთან, ბიუჯეტთან, ეს არ იყო მჭრეტველობითი საუბრები. ეს არის მატერიალური, ჩემთვის არამომხიბლავი აქცენტია გაკეთებული
რაც შეეხება იმ დღეს, სინოდის დღეს, არ მინდა შიდა სამზარეულოში ჩავეძიო, მაგრამ რაც გამოკრთის იქიდან, არ არის ეს სასახელო დღე ქართული ეკლესიის ისტორიაში. მგონია რომ ამ დღეს, კულტურული სივრცე გაიბზარა, ამ დღემ გაბზარა, ეს დღე არ იქნება ქართული ეკლესიის ისტორიაში საამაყო ფურცელი “-ამბობს დავით მაღრაძე.
ცნობისთვის, მეუფე იაკობი, გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გაათავისუფლა
საქართველოს წმინდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს  აუკრძალა მღვდელმოქმედება, გაანთავისუფლა ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესა შიო მღვიმის მონასტერში მოსანანიებლად. 
მეუფე პეტრემ უარი განაცხადა “შიომღვიმის” მონასტერში წასვლაზე და პატრიარქს, მარტვილის მუნიციაპლიტეტის, სოფელ ინჩხურში მდებარე მონასტერში დარჩენა სთხოვა. ილია მეორემ მეუფე პეტრეს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში მოსანანიებლად დარჩენაზე უარი უთხრა
The post მაღრაძე სინოდის სხდომაზე: ეს დღე ქართული ეკლესიის ისტორიაში საამაყო ფურცელი არ იქნება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...