- Advertisement -

მაშველებმა ტყიბულის მაღაროდან 4 მეშახტის ცხედარი ამოიყვანეს

569

მაშველებმა მაღაროდან 4 მეშახტის ცხედარი ამოიყვანა, – ამის შესახებ "აიპრესს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

გუშინ ტყიბულში, მინდელის შახტის ტერიტორიაზე უბედურ შემთხვევა მოხდა, 4 მეშახტე დაახლოებით 400 მეტრის სიღრმეში ჩავარდა. 

მომხდარის გამო, აუდიტორია 115-ის წევრებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს, ისინი შრომითი ინსპექციის შექმნას მოითხოვენ. აქციის დროს დაპირისპირება მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა.

Comments
Loading...