- Advertisement -

მაჭუტაძე: მონა რა წუთიდანაც ჯანყდება, მონა არაა, მაგრამ ეს ინსცენირებული მონთა აჯანყებაა! (ვიდეო)

23

“ეს არის ინსცენირებული, ე.წ მონათა აჯანყება. საერთოდ ვფიქრობ რომ მონა, რა წუთიდანაც აჯანყდება, მონა არ ეთქმის. თუმცა ვფიქრობ რომ ეს არის ინსცენირებული პროცესი თავიდან ბოლომდე ივანიშვილის მიერ. მისი მართული შედეგია, მისი გეგმის ნაწილია ეს ყველაფერი. მან, უშუალოდ, ბიძინა ივანიშვილმა ჩააგდო კანონის პროექტი”-ამბობს ნიკა მაჭუტაძე.
კითხვაზე, ხედავს თუ არა უხერხულობას, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად დგომაში, რომლებიც გაერთიანდნენ ლოზუნგით “ყველა მინუს ივანიშვილი” მაჭუტაძე პასუხობს: “ქართულ სახელმწიფოში პოლიტიკური თავისუფლება როგორც ღირებულება დადგა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. ამ საფრთხის წინაშე ამ რეჟიმმა დააყენა, რომელიც უკუღმართად და ურცხვად იქცევა, მაშინ როდესაც ანგრევს დემოკრატიის საფუძვლებს. ბევრი უხერხულობის და ბევრი განსხვავების მიუხედავად ვამბობ.
რა საკვირველია, უხერხულობებს ვხედავ ზოგიერთ საკითხში, თუმცა ამის მიღმა სიმპატია ანტიპატიის მიღმა არის საკითხები, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენი სიმპატია ანტიპატიები”-ამბობს მაჭუტაძე.
ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. ამის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაანონსდა.
The post მაჭუტაძე: მონა რა წუთიდანაც ჯანყდება, მონა არაა, მაგრამ ეს ინსცენირებული მონთა აჯანყებაა! (ვიდეო) appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...