- Advertisement -

მდინარაძე გაჩეჩილაძეზე: როდესაც ადამიანი მძიმე ბრალდებებს აყენებს, მას უნდა მოჰყვეს შესაბამის მტკიცებულება

319

"პრემიერ–მინისტრის ლოგიკა აბსოლუტურად გასაგებია, გამომდინარე იქედან, რომ როდესაც ადამიანი მძიმე ბრალდებებს აყენებს, მას უნდა მოჰყვეს შესაბამის მტკიცებულება" – ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, გია გაჩეჩილაძის და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ნამდვილად არ შემიძლია ვილაპარაკო რიამე სახის დეტალებზე, ჯერჯერობით, რაც მაქვს მოსმენილი ეს არის ზოგადი ხასიათის ინფორმაციები. პრემიერ–მინისტრის ლოგიკა აბსოლუტურად გასაგებია, გამომდინარე იქედან, რომ როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე თემებთან დაკავშირებით, მძიმე ბრალდებებს აყენებს ვფიქრობ, მას უნდა მოყვეს შესაბამის მტკიცებულება.

თუ მტკიცებულება იქნება, ამ შემთხვევაში გადადის საქმე სამართლებრივ სივრცეში. საქართველოში არის გამოძიება, რომელსაც ძალუძს გაარკვიოს დეტალები და დაადგინოს სიმართლე, აქედან გამომდინარე, თუ ეს იქნება სამართებრივი დავა, ამის შედეგებ უნდა დაველოდოთ, თუ ეს იქნება ზოგადი განცხადებები, მაშინ ბუნებრივია, მტკიცებულების მოყოლების ვალდებულება აქვს ბრალმდებელს“–განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გია გაჩეჩილაძემ ხელისუფლება კარტერულ გარიგებაში დაადანაშაულა. ხოლო პრემიერმა მის განცხადებას, უპასუხა, რომ "თუ სასამართლო გაჩეჩილაძის ბრალდებებს დაადასტურებს, მზადაა თანამდებობა დავტოვოს"

Comments
Loading...