- Advertisement -

მდინარაძე: გუნდის უმრავლესობამ საზმაუზე კანონპროექტის არსებული ფორმით გასვლას მხარი დაუჭირა

291

"მაუწყებლობის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ბევრ საკითხზე იყო, რომელთაგანაც ბოლოს ორი სადაო საკითხი დარჩა, სტარტაპებისა და კომერციული რეკლამის თემების შესახებ"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით საბოლოო ჯამში, გუნდის უფრო დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის არსებული ფორმით გასვლას.

"მესამე მოსმენა და პრეზიდენტის გადაწვეტილება წინ გვაქვს და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ყურადღებით გავეცნობით და გამორიცხული არაფერია, თუმცა ვფიქრობთ, რომ ვეტოს დადების შემთხვევაში, თუ ვეტოც გადავლახეთ და კანონი ასე ძალაში დარჩება, ჩვენ დაკვირვების საშუალება გვაქვს და პროცესებს დინამიკაში შევხედავთ, თუ ერთი წლის თავზე, დაანონსებული რეფორმა და კანონპროექტიდან გამომდინარე რეალური საქმე და კონკურენცია არ გაკეთდა, კანონიც ჩვენს ხელშია", – განაცხადა მდინარაძემ.

Comments
Loading...