- Advertisement -

მდინარაძე: დუღილის ტემპერატურას, რაც უმრავლესობაშიც არის, ქვევიდან შენთება აღარ სჭირდება

5

„ქალბატონო ელენე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ პროცედურასთან დაკავშირებით მე გეტყვით სახალხოდ იმას, რაც ხათუნა გოგორიშვილს ვუთხარი არასაჯაროდ. ძალიან კარგად იცით იმ ტემპერატურის შესახებ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მათ შორის, უმრავლესობაში იყო და დღესაც არის. გეთანხმებით იმაში, რომ დღეს ისტორიული დღეა და ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ამიტომ ახლა დუღილის ტემპერატურას შენთება ქვევიდან აღარ სჭირდება და თუ შეიძლება, ეს გაითვალისწინეთ, ძალიან გთხოვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანამდე კი, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ სხდომის ჩაშლის საფრთხის გამო, პოლიტიკურ განცხადებებს დღევანდელ სხდომაზე აღარ გააკეთებს.
The post მდინარაძე: დუღილის ტემპერატურას, რაც უმრავლესობაშიც არის, ქვევიდან შენთება აღარ სჭირდება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...