- Advertisement -

მდინარაძე: ეძახონ ახლა ოპონენტებმა მაჟორიტარებს ”მონები”, აღმოჩნდა, მარტო ღილაკზე თითის დამჭერები არ არიან

8

„შემიძლია გითხრათ, რომ როგორც გადაწყვეტილება, ასევე ძალიან სამწუხაროა ჩვენი კოლეგების ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება. ვისურვებდი, რომ ეს განცხადებები ასე ნაჩქარევად არ გაეკეთებინათ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა უკეთესია. როგორც ნახეთ, მაჟორიტართა დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რაც სამწუხაროა.
ეს იყო დაპირება, ეს უნდა შესრულებულიყო, თუმცა თქვენ ნახეთ, მაჟორიტარი დეპუტატების, ჩვენი კოლეგების რეაქცია ამაზე და არ შეიძლება და არ შემიძლია რომ არ გითხრათ, იმ ფონზე როდესაც ასეთი დუღილი მიმდინარეობს და დაძაბული სიტუაციაა უმრავლესობის შიგნით, დაანონსება კონკრეტული, უპასუხისმგებლო და ბინძური პოლიტიკური ძალების მიერ და შემდეგ განხორციელება, თავდასხმა პარტიის ოფისთან, შემდეგ მონის ძახილი უმრავლესობის დეპუტატებზე და მაჟორიტარებზე განსაკუთრებით, უპასუხისმგებლობაა, რამაც ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშა.
თამარ ჩუგოშვილმა დააფიქსირა გუშინაც და დღესაც, მათ შორის უმრავლესობის სხდომაზე, რომ ეს საკითხი იყო პრინციპული მნიშვნელობის. აქედან გამომდინარე, მიიღო ეს გადაწყვეტილება. რაც ჩემთვის და გუნდისთვის ძალინ სამწუხაროა იმიტომ, რომ თამარ ჩუგოშვილი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ღირსეული წევრია. და ასევ ის ადამინები არიან ძალიან ღირსეული წევრები, რომლებიც გავიდნენ დღეს უმრავლესობიდან.
არ უნდა შევქმნათ ძალით ის აჟიოტაჟი, რომელსაც ქმნიან ჩვენი ოპონენტები. არ ვიცი, ისინი რამდენად იყვნენ მოწოდებული პროპორციული სისტემის გასვლისკენ, როდესაც აანონსებდნენ, შემდეგ აორგანიზებდნენ აქციებს… ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს, რომლებსაც მოიხსენიებდნენ მარტო ღილაკზე თითის დამჭერებად. აღმოჩნდა, რომ თურმე ასე არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
The post მდინარაძე: ეძახონ ახლა ოპონენტებმა მაჟორიტარებს ”მონები”, აღმოჩნდა, მარტო ღილაკზე თითის დამჭერები არ არიან appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...