- Advertisement -

მდინარაძე “მაუწყებლობის შესახებ” კანონზე: კამათი და დისკუსია დემოკრატიის უპირობო ნიშანია

336

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არის წინაპირობა სწორი გადაწყვეტილების მიღების"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე საკითხზე საკამათოდ დარჩენილია, მხოლოდ სტარტაპებისა და რეკლამირების საკითხი.

„მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი სადაო საკითხი, მათ შორის, საკამათოდ დარჩენილია, მხოლოდ სტარტაპებისა და რეკლამირების საკითხი. გიდასტურებთ, რომ ამასთან დაკაკშირებით გუნდშიც არის აზრთა სხვადასხვაობა. ერთი რამ მინდა, ვთხოვო ყველას, კამათი, დისკუსია, განსჯა არ უნდა მივიღოთ რაიმე სხვა მოცემულობად გარდა იმისა, რომ ეს არის დემოკრატიის და კანონშემოქმედების უპირობო ნიშანი. ჩვენ გვახსოვს, უკამათო გადაწყვეტილებებს რა შედეგი მოყვებოდა და ამიტომ გადაწყვეტილებებს, რომელზეც იქნება დისკუსია გაცილებით სწორი გადაწყვეტილება მოყვება“-განაცხადამამუკა მდინარაძემ.

მდინარძის თქმით, მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები უზრუნველყოფს მაუწყებლის დამოუკიდებლობას და შეუწყობს ხელს მის განვითარებას, კონკურენტუნარიანობასა და რეიტინგულობას.

Comments
Loading...