კიდევ ერთხელ შემიძლია დაგიდასტუროთ დიალოგისთვის მზაობა, ჩვენ გავმართავთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციების მმართველ გუნდში",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"ბუნებრივია, ბოლო სიტყვა ეკუთვნის გუნდის პოლიტიკურ ლიდერებს ეკუთვნით, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერმინისტრს. ფორმატის დეტალების შესახებ უახლოეს დღეებში გაცნობებთ.
ერთ-ერთი წითელი ხაზი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პროპორციულზე გადასვლაა და ეს საკითხი არ გადაიხედება. 2020-ის საკითხს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ, თუმცა გუნდის შიგნით ამაზე უკვე შეთანხმება მიღწეულია და ალბათ, ეს საკითხი არ გადაიხდება",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.