- Advertisement -

მდინარაძე: რიგგარეშე არჩევნებს კატეგორიულად გამოვრიცხავ!

48

“არანაირი რიგგარეშე არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება. რაციონალურად უნდა გადავწყვიტოთ ყველა საკითხი. ქვეყანა არ უნდა ავრიოთ ერთი გადაწყვეტილების გამო, თუმცა, მესმის, რომ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილებაც.
მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, სადაც უნდა გავიდეთ ღირსეულად და უნდა მივცეთ ყველა პარტიას თანაბარი შესაძლებლობა, რომ ასევე ღირსეულად მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. მე კატეგორიულად გამოვრიცხავ რიგგარეშე არჩევნებს!“, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
The post მდინარაძე: რიგგარეშე არჩევნებს კატეგორიულად გამოვრიცხავ! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...