- Advertisement -

მდინარაძე: როგორც ჩანს ირაკლი კობახიძემ კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი კონსტიტუციაში

179

"როგორც ჩანს ირაკლი კობახიძეს ჩავარდნა აქვს და კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსტიტუციაში" – ამის შესახებ ჟირნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"როგორც ჩანს ირაკლი კობახიძეს ჩავარდნა აქვს და კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსტიტუციაში" – ამის შესახებ ჟირნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ხუთი წლის განმავლობაში, მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პრეზიდენტმა ისწავლა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე უნდა წარმოადგინოს საქართველოს მთავრობა, მაგრამ მდინარაძის თქმითვე სამწუხაროდ, ვერ ისწავლა, რომ იგივე უნდა გააკეთოს აჭარასთან მიმართებითაც.

"აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის სიმბოლური ხასიათი მისი უფლებამოსილების სხვაგვარად აქვს აღქმული და ვთხოვთ და მოვუწოდებთ, რეალურად როგორც ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში და როგორც ხდება მისი კომპენციიდან გამომდინარე იმოქმედოს ისე, თუმცა არც ისა აპრობლემა თუ ის ამ თავის უფლებამოსილებას სხვანაირად წაიკითხავს, როგორ ეს ხდება მისი კომენტარებიდან გამომდინარე"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როოგრც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტის ქმედება ვერანაირ კრიზისს ვერ გამოწივევს.

" არანაირ კრიზისზე საუბარი არაა და მას არ შეუძლია კრისიზი გამოიწვიოს აჭარაში, ეს სიმბოლური ჩანაწერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის კონსტიტუციაში, რომ ცენტრალური ხელისუფლების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბმა იყოს ასახული. სენსიტიური თემაა და არ უნდა იყოს პოლიტიკური სპეკულაციები, განსაკუთრებით ევალება მას,
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც ჩანს ვერ წაიკითხა სწორად კონსტიტუციაა, სადაც ეს ჩანაწერი ანალოგიურია"-განაცხადა მდინარაძემ.

Comments
Loading...