- Advertisement -

მდინარაძე: “რუსთავი 2”-ის წარმომადგენლებმა “ოცნების” წარმომადგენელს ავტომობილიდან ააცალა დოკუმენტები

286

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას ის დარღვევები გააცნო რაც საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა.

"მინდა გაგაცნოთ ის დარღვევები, რომლებიც ფიქსირდება ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან. კერზო დღეს დილიდან დაფიქსირდა რომ გარკვეული "ოპოზიციური ჯგუფები საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ მედიასაშუალების ყალბი აკრედიტაციებით და ხელს უშლიდნენ საარჩევნო პროცესს. ასევე მაგალითად ქალაქ თელავში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ავტომობილიდან უნებართვოდ ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადა ამით ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა. მოვუწოდებთ ნებისმიერ ოპოზიცურ პარტიას ასევე ნებისმიერ ოპოზიციურ მედიასაშუალებას, ჩაეტიონ კანონის ჩარჩოებში, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებს ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამვლენის შემთხვევაში მოვითხოვეთ მათ მიმარტ კანონით დადგენილი მკაცრი ზომების გატარება. ზოგადად არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ ვითარებაში", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

Comments
Loading...