- Advertisement -

მდინარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციის ბოიკოტი ყოველგვარ ზღვარს მიღმაა

328

"საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტი პარადოქსულობის ყოველგვარ ზღვარს მიღმაა" – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

"დღეს ჩვენ პირველი მოსმენით ვიწყებ განხილვას კონსტიტუციაში იმ ცვლილებების, რომელიც იყო რეკომენდირებული ვენეციის კომისის მიერ, რომელზეც პრაქტიკულად იყო კონსენსუსი მიღწეული. ამ ფონზე მე ვფიქრობ, პარადოქსულობის ხარისხი ოპოზიციის განცხადებების ყოველგვარ ზღავრს მიღმაა, გამომდინარე იქედან , რომ ისინი თავად ეთანხმებოდნე თავის დროზე ამ ცვლილებებს, დღეს კი აცხადებენ, რომ არ უჭერენ მხარს. ამიტომ, ლოგიკას მოკლებულია მათი განცხადებები. მთავარია, საქართველოს ამ ცვლილებებით ექნება კონსტიტუცია, რომელიც არის ეროვნულ ღირებულებებზე და დეკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებული“ – განაცხადა მამუკა მდინარეძემ.

მდინარაძის განმარტებით, პრეზიდენტის არჩევის წესი დარჩება ისე, როგორც არის მიღებულ რედაქციაში.

„მართალია, იყო მსჯელობა, რომ გარკევულ იურიდიულ ხარვეზებს შეიცავს კოლეგიის არსებობა, თუმცა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომ უარი ვთქვათ ამაზე. გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობ არის წორი გადაწყვეტილება, რომ 2024 წლიდან აირჩევს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია. დაზუსტდება მხოლოდ ტერმინი, ხმოსანი შეიცვლება საარჩევნო კოლეგიით“ – განაცხადა მდინარაძემ.

Comments
Loading...