- Advertisement -

მდინარაძე: უმრავლესობის დიდი ნაწილი პროპორციულ სისტემას მხარს უჭერს

9

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს, შესაბამისად, ლოგიკურად საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი არ ჩავარდება.
„არ არის ლოგიკა იმაში, რომ ჩავარდეს. უმრავლესობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს პროპორციულ სისტემას. რა თქმა უნდა, ჩვენ დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილების მიღება არ შეგვიძლია, რადგან მინიმუმ 113 ხმაა საჭირო. ოპოზიციის ხმებიც უნდა დაემატოს ამ გადაწყვეტილებას. საერთო ჯამში, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, იქნება შესაბამისი მობილიზება და იმედი მაქვს, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავიტანთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატი აქვე ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მმართველი გუნდის პოლიტიკური ნებაა.
” ამაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და გამართულ აქციებს დამსახურება არ აქვთ. მართლა არ არის ისე, თითქოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დაორგანიზებულმა რაღაც აქტივობებმა გვაიძულა. ეს ჩვენი პოლიტიკური ნება იყო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
The post მდინარაძე: უმრავლესობის დიდი ნაწილი პროპორციულ სისტემას მხარს უჭერს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...