- Advertisement -

მდინარაძე: ყიზილაჯლოს თავდასხმაზე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსია გამოკვეთილი არ არის

329

"ქართული ოცნების" წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ, ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებაში, ამ დროისთვის, პოლიტიკური ელფერი არ იკვეთება.

"ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს, თუმცა ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას იმისთვის, რომ ამ ფაქტს არ მიეცეს დამატებითი ელფერი, არ მოხდეს სპეკულაციები. ამ დროისთვის, როგორც ვიცი, რაიმე პოლიტიკურთან დაკავშირებული ვერსია გამოკვეთილი არ არის",-განაცხადა მდინარაძემ.

"მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Comments
Loading...