- Advertisement -

მდინარაძე: შევუერთდებით თუ არა რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, ამაზე ვიმსჯელებთ

303

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოსთვის უკრაინა სტრატეგიულად ახლობელი ქვეყანაა და მის მხარდაჭერას საქართველო ყოველთვის გამოხატავს.

"თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი სტრატეგიულად ახლობელი, მეგობარი ქვეყანა გვყავს უკრაინა. საქართველო უკრაინისადმი მხარდაჭერას ყოველთვის გამოხატავდა, ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქცევით”,- აღნიშნა მდინარაძემ.

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა საქართველო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მდინარაძის თქმით, ამაზე მსჯელობა იქნება.

"ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, იქნება დეტალური მსჯელობა, ასე ზოგადად ამაზე პასუხის გაცემა არ შეიძლება. ამ პათოსს აუცილებლად გავახმოვანებთ. უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და საქართველოს მხარდაჭერა აქვს", – განაცხადა მდინარაძემ.

პეტრო პოროშენკომ ირაკლი კობახიძეს შესთავაზა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლების მექანიზმში გაერთიანდეს.

პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მეთაური ხაზს უსვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი გაუმჯობესდა და ქართულ მხარეს შეუძლია, ამ პროცესს შეუერთდეს.

Comments
Loading...