- Advertisement -

მდინარაძე: ცოტახანში ქვეყანას მაგარი კონსტიტუცია ექნება და უპასუხისმგებლო განცხადებები არავის ემახსოვრება

332

'პრეზიდენტის და ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიციები რომ ერთმანეთს ემთხვევა საკონსტიტუციო რეფორმის ჩრდილის მიყენებაში, ეს ახალი ამბავი არ არის'', – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის საკონსტიტუციო კომისიას შექმნამდე გაემიჯნა.

''ოპონენტებმა, რომლებიც დღეს თითქოს მთავარ საკითხად აყენებენ პროპორციულ სისტემას, მაშინ დატოვეს კომისია, როდესაც პროპორციული სისტემა 2020 წლისათვის იმ პროექტით იყო გათვალისიწინებული. ამას ჰქვია პოლიტიკური აფიორა, დღეს აგრძელებენ ამ კურსს, და ცდილობენ რამენაირად ბოლომდე ჩრდილი მიაყენონ და ხელი შეუშალონ საკონსტიტუციო რეფორმის ძალიან პროგრესულ სვლას.

საბედნიეროდ მათი უპასუხისმგებლო განცხადებები ცოტახანში არავის ემახსოვრება და ქვეყანას ექნება ძალიან მაგარი კონსტიტუცია.

ახალ კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ვერც ერთ მუხლს, რომელიც შეიძლება ობიექტურად შეფასდეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი. ყველა მათგანი არის პროგრესული, დაწყებული ადამიანის უფლებებიდან, გაგრძელებული სასამართლოს დამოუკიდებლობით, მთავრობასთან დაკავშირებული საკითხებით, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებით, უამრავ საკითხთან დაკავშირებით შევიდა ცვლილებები“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Comments
Loading...