- Advertisement -

მდინარაძე: წლების განმავლობაში მე და ჩემი მეგობრები დღევანდელი გადაწყვეტილებით ვიამაყებთ

320

"მრავალი წლის განმავლობაში მე და ჩემი მეგობრები ვიამაყებთ დღევანდელი გადაწყვეტილებით"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს დღეიდან ექნება ევროპული ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული კონსტიტუცია.

მამუკა მდინარაძის თქმით, კონსტიტუციური პროექტი, რომელსაც პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით მიიღებს, უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

კითხვაზე, ელოდება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს , მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუმცა, მისი თქმით, უმრავლესობა მზადაა ვეტო დაძლიოს.

"ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და ბუნებრივია ვერ მივუთითებთ მას. მაგრამ რადგან ვიცით, რომ ეს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული, ევროპული ტიპის კონსტიტუციაა, ნებისმიერ შემთხვევაში დავძლევთ ვეტოს და უზრუნველვყოფთ, რომ კონსტიტუციამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წარმატებით იმუშაოს“ -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Comments
Loading...