- Advertisement -

მდინარე მტკვრიდან 19 ცალი თევზსაჭერი ხაფანგი ამოიღეს

459

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთს რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალდაბაში, მდინარე მტკვარზე, ჩამკეტი კაშხლის მონაკვეთზე, წყალში ჩაგებული 19 ცალი თევზსაჭერი ხაფანგი, ე.წ. "ხის ფაცერი" ამოიღეს.

თევზსაჭერ ხაფანგებში გაბმული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის თევზი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარეში დააბრუნეს. ამოღებული, თევზჭერის აკრძალული იარაღები დაილუქა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

Comments
Loading...