- Advertisement -

მელია ბოკერიას ინიციატივაზე: დამაზიანებელი და ბრიყვულია!

24

„დამაზიანებელია, არაგონივრულია, ბრიყვულია, ანტისახელმწიფოებრივია და თვალთმაქცურად ნათქვამია, რაც კარგად გამოსდით ხოლმე.“ – ასე შეაფასა გადაცემა „რეაქციაში“​ ნიკა მელიამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას გზავნილი პოლიტიკური ამნისტიის შესახებ.

მისი თქმით, პაერტია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა აზიანებს ქვეყნის მომავალს.
„ეს ინიციატივა ხელს უწყობს ხელისუფლებას, რომ ისედაც მათგან ძარცვაში ხალხი, კიდევ უფრო გათანგოს, გააგრძელოს უფრო აღმატებულ ხარისხში დაშინება. გააგრძელოს სახელმწიფო ქონების მიტაცება, სხვადასხვა სახის პოლიტიკური დანაშაულებების ჩადენა და ა.შ.“ – ამბობს ნიკა მელია.

Comments
Loading...