- Advertisement -

მელია: გოგა ონიანი დაიჭირეს, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” წევრია

463

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მდივანმა ნიკა მელიამ გიორგი ონიანის განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ გოგა ონიანთან ერთად ბრალდებული 5 პოლიციელი დააწინაურეს, ხოლო ოიანი იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო დააკავეს.

"ამ 6 პოლიციელიდან 5-მა ითანამშრომლა გოგა ონიანზე. ეს 5 ადამიანი, რომელიც ბრალდებული იყო ასევე გოგა ონიანთან ერთად აბსოლუტურ საქმეზე, რა თქმა უნდა ხელშეუხებლები არიან, მაგრამ ერთადერთი ადამიანი ვინც დაიჭირეს არის გოგა ონიანი, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია, ის 5 ადამიანი დააწინაურეს ზოგი უფრო მაღალ თანამდებობაზეა დღეს, ერთ-ერთი მათგანი რომელღაცა ჯილდოთიცაა დაჯილდოვებული. ეს ყველაფერი იმიტომ რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო", განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ 4-ვე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

Comments
Loading...