- Advertisement -

მელია: დარბევა მოხდება და თოხის ტარი მოხვდება ივანიშვილს ცხვირში

9

ნიკა მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებდა
“მაგრამ ახლა ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ ოპოზიციამ ეს მოახერხა.”
ნიკა მელია გამორიცხავს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების დარბევა მოხდეს.
“დარბევა მოხდება და თოხის ტარი მოხვდება ივანიშვილს ცხვირში”- განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, 17 ნოემბერს ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

Comments
Loading...